Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო ნაშრომების დაცვის შესახებ

2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პოლიტიკის მეცნიერების პროგრამის საბაკალავრო დაცვები ჩატარდება 16, 17, 18 და 19 ივლისს პირველი კორპუსის 01 აუდიტორიაში.

სტუდენტები ვალდებულნი არიან, განრიგით განსაზღვრულ დღეს, 01 აუდიტორიაში 10:00 ან 13:00 საათიდან გამოცხადდნენ (იხ. განრიგი).  სესიებს განმავლობაში ოცდაათწუთიანი შესვენებაა განსაზღვრული.

სტუდენტებს Power Point-ის (ან მსგავსი პროგრამა) პრეზენტაცია მეხსიერების ბარათზე უნდა ჰქონდეთ ჩაწერილი. სასურველია, რომ ერთ დღეს გამომსვლელ სტუდენტებს თავიანთი პრეზენტაცია რამდენიმე მეხსიერების ბარათზე ჰქონდეთ გადანაწილებული, რაც დროის დაზოგვის გარდა, ტექნიკური ხარვეზების რისკსაც შეამცირებს. მოხსენების ხანგრძლივობა არის მაქსიმუმ 10 წუთი, ხოლო კომისიასთან კითხვა-პასუხისთვის მაქსიმუმ 5 წუთია განსაზღვრული.  გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აუდიტორიასთან კომუნიკაცია და დროის მენეჯმენტი დარგობრივი კომისიის მიერ შესაბამისი ქულით ფასდება.

ამასთან, სტუდენტებმა საბაკალავრო ნაშრომის ყდაში ჩასმული ბეჭდური ვერსია  უნდა წარმოადგინონ და მოხსენების წინ, ის დარგობრივ კომისიას გადასცენ.

განსაკუთრებული გამონაკლისის გარდა, სტუდენტებს განრიგით გათვალისწინებული დღეების გადაცვლა არ შეუძლიათ. თავის მხრივ, ერთ დღეს გამომსვლელთა მიმდევრობის გადაცვლა სტუდენტებს შეუძლიათ ადგილზე, კომისიასთან შეთანხმებით.

საბაკალავრო ნაშრომების დაცვის საფაკულტეტო წესის მიხედვით, საჯარო დაცვაზე დაშვების წინაპირობაა: სტუდენტს ხელმძღვანელისა და რეცენზენტის შეფასების შემდეგ, დაგროვებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 30 ქულისა. კერძოდ,

  • ხელმძღვანელის შეფასება - მაქსიმუმ 20 ქულიდან, სულ მცირე 10 ქულა.
  • რეცენზენტის შეფასება - მაქსიმუმ 40 ქულიდან, სულ მცირე 20 ქულა ამდენად, თუ სტუდენტის შეფასება იქნება არანაკლებ 30, ის საჯარო დაცვაზე არ იქნება დაშვებული. ამ შემთხვევაში, ის ინფორმაციას დარგობრივი კომისიისგან 15 ივლისს მიიღებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ელექტრონულ ფოსტაზე მიმართეთ დარგობრივი კომისიის მდივანს (იხ. საბაკალავრო ნაშრომის დაცვის კომისიის შემადგენლობა)

თარიღი: 08/07/2024